სპეციალისტების აბსოლუტური უმრავლესობა COVID 19-ის მეორე ტალღას მოელის - იმნაძე
Pirveliradio Ge
სპეციალისტების აბსოლუტური უმრავლესობა COVID 19-ის მეორე ტალღას მოელის - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
,,მათი აბსოლუტური უმეტესობა, ვინც ამ დარგში მუშაობს, მეორე ტალღას მოელის. ეს არის 1918 წლის პანდემიის გამოცდილება, ეს არის 2009 წლის პანდემიის გამოცდილება - ორივე ამ პანდემიას ჰქონდა მეორე ტალღა. ყველაფრის ალბათობა არსებობს, მაგრამ ძალზე სავარაუდოა, რომ იყოს მეორე ტალღა",- განაცხადა იმნაძემ.
http://pirveliradio.ge/?newsid=145394