განახლდა თუ არა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აჭარაში?
Batumi Daily
დღეიდან, აჭარაში განახლდა შიდამუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობას, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე აჭარის მიმართულებით მოძრაობა დღეიდან არ განახლდება.
საქართველოს მთავრობის 15 ოქტომბრის დადგენილებით აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც უნდა აღდგენილიყო, თუმცა, მთავრობის ცნობით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, 18 ოქტომბერს, საღამოს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აჭარაში და აჭარის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით და ავტობუსებით არ განახლდეს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: ბათუმის მერია
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში