დღეს 8 პაციენტი გაეწერება ჩვენი კლინიკიდან, რაც ყველაზე მეტად გვახარებს — ლევან რატიანი
On.ge
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან რვა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს. კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, "ეს [ამბავი] ყველაზე მეტად ახარებთ", რადგან ამდენი პაციენტი ერთად აქამდე არ გაუწერიათ. მისი ცნობით, ამ ეტაპზე კლინიკაში 90-მდე ინფიცირებული რჩება.
ლევან რატიანის თქმით, დაახლოებით 17 პირველადი უარყოფითი პასუხი მიიღეს და თუ ხვალაც იგივე რაოდენობის უარყოფით პასუხს მიიღებენ, 17-ვე დატოვებს კლინიკას.
#news
#Covid19
#Coronavirus
https://on.ge/story/54813-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1-8-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98