მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,გაფორმების ეკონომიკური ზონა - „აეროპორტის' საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტოლის სამმართველოს მებაჟე ოფიცრების მიერსაქართველოს მოქალაქის კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული თანხა - 51 000 აშშ დოლარის (164 959.5 ლარი) ოდენობით. უწყების ინფორმაციით, საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, დაეკისრა ფულადი ჯარიმა - არადეკლარირებული თანხის 10%-ის ოდენობით - 16 495.95 ლარი.