გორთან ახლოს მაგისტრალზე ავარია მოხდა, არის მსხვერპლი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გორთან ახლოს, სოფელ სვენეთთან, მაგისტრალზე ავარია მოხდა. როგორც ადგილიდან რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იუწყება, არის მსხვერპლიც.
ავტოსაგზაო შემთხვევაში სატვირთო მანქანა მონაწილეობდა.
ამ დროისთვის მაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებულია, მანქანები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან. ადგილზე მისული არიან მაშველები და პოლიცია.
რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება პასუხს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30864305.html
#ახალი_ამბები
#twitter