COVID 19 მსოფლიოში - 11,564,185 დაინფიცირებული - 536,893 გარდაცვლილი
Tbilisi Daily
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 11,564,185-ს შეადგენს. COVID-19-ს 534,893 ადამიანი ემსხვერპლა. 6,538,868 ადამიანი გამოჯანმრთელდა
ჩინეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 11 ასიმპტომური მატარებელია. ჯამში COVID-19-ის 83 557 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4,634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 79 ათასამდე პაციენტი.
ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 603 055 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 64 867 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 26 051 შემთხვევა დადასტურდა, 602 ადამიანი გარდაიცვალა. 906 286 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 196 554-მდე გაიზარდა, 9016 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 219 შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი გარდაიცვალა. 182 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 30,639-ს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში 273 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი უკვე 256,848 ადამიანს დაუდასტურდა. 4,683 ადამიანს ვირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდა.
ინდოეთში ახალი კორონავირუსის 24,2 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 697 413 ადამიანს დაუდასტურდა. 19 693 პაციენტი გარდაიცვალა, 425 გასულ 24 საათში. 424 432 გამოჯანმრთელდა.
უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 49 043-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1262 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 13 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 21 703 პირი გამოჯანმრთელდა.