ახმეტაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევაა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ახმეტის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი დაინფიცირდა. შემთხვევების მატების გამო, სოფელ მატანის შესასვლელში დაიდგა სპეციალური კარავი, სადაც დილიდან დაიწყო ადგილობრივ მცხოვრებთა ტესტირება.
მიმდინარეობს თერმოსკრინინგიც. ეპიდემიოლოგთა ჯგუფი კი ინფიცირებულთა კონტაქტებს იკვლევს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა 11 სექტემბერს. ინციფირებულ კაცს 5 სექტემბერს ქორწილი ჰქონდა გორში, საიდანაც მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. 12 სექტემებრს კორონავირუსი დაუდასტურდა მის მშობლებსაც.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30837210.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)