"ენმ" - მ თამჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

Batumi Daily

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის, თქმით, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია დასახელდნენ. ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა 15 დეკემბერს დატოვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში