ნიკა მელია არის კრიმინალი - ირაკლი ღარიბაშვილი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
პრემიერ-მინისტრის განცხადებით,საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, ნიკა მელია კი კრიმინალია.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა მოქალაქე ვალდებულია კანონს დაემორჩილოს.
რაც შეეხება ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ოფისში ცრემლსადენი გაზის გაშვებას, პრემიერმა განაცხადა,რომეს არის აბსოლუტურად ცივილური მეთოდი.
''დღესჩვენ გავხდით მომსწრენი, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო,ვართ ძლიერი, გვყავს ძლიერი პოლიციადა ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთამინისტრი. მინდა საჯაროდ ბატონ გომელაურს,ასევე მთელ პოლიციასგადავუხადო მადლობა, რომ დაიცვეს სახელმწიფოს ღირსება, სტაბილურობა.
გუშინ ვრცლად ვისაუბრე ნიკა მელიასთან დაკავშირებით. მელია არის კრიმინალი, სხვა საქმეზე მას აქვს მისჯილი. სასამართლომ დაადგინა, რომ იგი არის კრიმინალი. ბატონი მელია გასამართლებულია ბანკი ''ქართუს'' გაკოტრების საქმეზე. ეს მეორე საქმე, რისთვისაც დღეს დილით პოლიციამ მაღალპროფესიონალურ დონზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავა, უკავშირდება ამ შენობის შტურმითორგანიზებას.
ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, ყველა მოქალაქე განურჩევლად მისი მდგომარეობისა და პოლიტიკური გემოვნებისაარის ვალდებული დაემორჩილოს კანონის აღსრულებას.
რაც შეეხება გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილური, დემოკრატიულია ქვეყნების სტანდარტი''- განაცხადა ღარიბაშვილმა.