653 გარდაცვლილი ერთ დღეში ბრაზილიაში

Tbilisi Daily

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 653 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამჟამად ქვეყანა ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ბოლო დღე-ღამეში აქ Covid-19 15 800-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში ვირუსით გარდაიცვალა 22 000-ზე მეტი ადამიანი. მიუხედავად ამისა, ქვეყნის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ მიიჩნევს, რომ ვირუსის გამო კარანტინის გამოცხადება არ არის საჭირო, რადგან ეს ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. ბრაზილიის ლიდერის მხარდამჭერები ხალხმრავალ მიტინგზე შეიკრიბნენ, რომელსაც თავად ბოლსონარუ დაესწრო. როგორც ბრაზილიური მედია იუწყება, ქვეყნის პრეზიდენტი მომხრეებს პირბადის გარეშე შეხვდა და სოციალურ დისტანციას არ იცავდა. #news Brazil #covid19 #tbilisidaily #dailynews