ქობულეთში კორონავირუსის გამო 3 სკოლა და 2 ბაღი დროებით დაიხურა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

კორონავირუსის შემთხვევების გამო, სოფელ ნაკაიძეების, ლეღვას N1 და სოფელ საჩინოს საჯარო სკოლები სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. სამივე სასწავლო დაწესებულებაში ვირუსიმასწავლებლებს და მოსწავლეებს დაუფიქსირდათ.ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სკოლები 2 კვირით დაიხურა. რაც შეეხება სააღმზრდელო დაწესებულებებს დღეს დილიდან აღსაზრდელებისმიღება დროებით შეწყვიტა სოფელ ხუცუბნის და #5 საბავშვო ბაღმა. გეგმიური ტესტირების შედეგად, მე-5 ბაღში კორონავირუსი2 თანამშრომელს დაუდასტურდა, ორი პედაგოგია ინფიცირებული ხუცუბნის საბავშვო ბაღშიც. ქობულეთში კორონავირუსისგამო ამ ეტაპზე 8 სკოლაა დახურული.