აპრილში მშპ-მა 16.6%-ით იკლო

Tbilisi Daily

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების დოკუმენტში წერია. საქსტატის ცნობით, აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში.