თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

"თბილისის ზღვის ჰოსპიტალი" დააყაჩაღეს. კლინიკაში ორი შეიარაღეული პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 4 ათას ლარამდე თანხა. შემთხვევა ღამით მოხდა. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით იძიებს. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჯგუფური ყაჩაღობისთვის დგება. უწყებაში აცხადებენ, რომ ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს. https://www.radiotavisupleba.ge/a/30977874.html #ახალი_ამბები #twitter