ბაჩალიაშვილის დედა- ციდანაა მოფრენილი
Tbilisi Daily
"ციდანაა მოფრენილი" - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან ბაჩანა ლობჟანიძის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.
თეონა თამაზაშვილის თქმით, ბაჩანა ლობჟანიძე მათ სახლში მხოლოდ ერთხელ მივიდა თამარის გარდაცვალების შემდეგ.
„ვიღაცაა ციდან მოფრენილი. ერთხელ იყო, როდესაც ჩემმა ბიძაშვილმა მოიყვანა, თამუნას შეყვარებული ვიყავიო, ერთხელ იყო ჩვენთან სახლში“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.
ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.