უჩვეულო სიცხის გამო 30 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია
Tbilisi Daily
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო 30 ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ჰოსპიტალიზებული ადამიანების ასაკი 22 დან 99 წლამდეა. მათან 2 მძიმე მდგომარეობაშია. სპეციალისტები მოსახლეობას კონდენციონერის მოხმარებას, წყლის დიდი რაოდენობით მიღებასა და ფიზიკური დატვირთვისგან თავშეკავებას ურჩევენ. მოქალაქეებს ასევე ქუჩაში, საკმარისი სოციალური დისტანციის პირობებში, ნიღბის გარეშე სიარულის რეკომენდაცია მისცეს.
დღეს ტოკიოში ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსს მიაღწევს. კიდევ უფრო ცხელა - 33 გრადუსია - კუნძულ ჰონსუის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ფუკუსიმაზე, იამაგატესა და ნაგანოში კი 34-36 გრადუსს ელოდებიან.