ქვეყანას აქვს რაღაც ტიპის გარანტირებული დოზები, იგივე კოვაქსის პლატფორმიდან, - კულუმბეგოვი
Tbilisi Daily
ბიძინა კულუმბეგოვმა, პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის ექსპერტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, - მე იმედებით ვარ აღვსილი, რომ ჩვენი ქვეყანა შეძლებს წლის ბოლომდე იმ ძირითადი გეგმის შესრულებას, რაც ჩვენი ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს.
კულუმბეგოვის განცხადებით, ქვეყანას აქვს რაღაც ტიპის გარანტირებული დოზები. ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე ახლოს არის გადაწყვეტილების მიღებასთან და ამის შესახებ მოსახლეობას მალე ეცოდინება.
„დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა მიმდინარე საკითხებს, ვაქცინაციისთვის მზადების პროცესს და იმ გეგმის იმპლემენტაციას, რომელიც ქვეყანას აქვს დასახული. რასაკვირველია, ჩვენი მიზანია, რომ ეს გეგმა იქცეს რეალობად და ბუნებრივია, ამისთვის, ყველამ ერთად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ისიც გვესმის, რომ მსოფლიოში სერიოზული პრობლემაა წარმოებასა და ვაქცინების მოთხოვნას შორის და ამიტომაც, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი.
ჯერჯერობით, ქვეყანას აქვს რაღაც ტიპის გარანტირებული დოზები, იგივე კოვაქსის პლატფორმიდან. ორმხრივი მოლაპარაკებები არის უკვე ახლოს გადაწყვეტილების მიღებასთან და ამის შესახებ მოსახლეობას მალე ეცოდინება. მე იმედებით ვარ აღვსილი, რომ ჩვენი ქვეყანა შეძლებს წლის ბოლომდე იმ ძირითადი გეგმის შესრულებას, რაც ჩვენი ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის გახსნისთვის, მომავალი ფუნქციონირებისთვის და ბევრი სხვა ნიუანსისთვის“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily
#საქართველო
#ახალიამბები