ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებული შეღავათების ვადა პირველ ივნისამდე გახანგრძლივდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების გამბაჟებაზე საშეღავათო პერიოდი გახანგრძლივდა. 'ავტოიმპორტიორებისათვის გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე. მოგეხსენებათ საქართველოში2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ ავტომობილებზე გამბაჟების ვადა გადავადებული იყო ამა წლის 1 მარტამდე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს ვადა გადავწიეთ 1 ივნისამდე. ეს შეღავათი დაახლოებით ავტოსატრანსპორტო საშუალების 19 000 მფლობელს შეეხება. მათ მფლობელებს ასევე ჩამოეწერებათ საურავები და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას და პანდემიურ პერიოდში დაეხმარება აღნიშნულ სფეროს'-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.