"საქართველოს ბანკი" ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანაზე პირველ განცხადებას ავრცელებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, ბანკი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციაშია. ეს პირველი განცხადებაა, რომელიც ბანკმა ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანაზე გაავრცელა.
"ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს", - აცხადებენ ბაკში.
ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლები დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა 19-დან ერთ-ერთ მძევალს "მთავარი არხის" ეთერში დაარეკინა და მოთხოვნები გააჟღერებინა. გამტაცებლის მოთხოვნაა მას 500 ათასი დოლარი გადასცენ და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება მისცენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30905173.html
#ახალი_ამბები
#twitter