კახეთში ტრაილერის მძღოლს Covid19 დაუდასტურდა
Tbilisi Daily
ახალგაზრდა მამაკცს, რომელიც სომხეთიდან დაბრუნდა და გურჯაანში, კერძოდ ჩუმლაყში ატმის შესაძენად ჩავიდა covid19 დაუდასტურდა.
ახალგაზრდა მამაკაცი ტრაილერის მძღოლია და როგორც დავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილებაში განმარტავენ, მან საქართველოს საზღარი 29 ივნისს გადმოკვეთა.
რამდენიმე ტესტირებამ უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა ბოლოს PCR ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
ცენტრის ხელმძღვანელის, ნელის ხიზანიშვილის თქმით,დილიდან დაიწყო ყველა შესაძლოს კონტაქტების მოძიება.ოჯახის წევრები და ახლო კონტაქტში მყოფი პირები უკვე გადაყვანილკ არიან საკანტინე ზონაში.
ინფიცირებული მოთავსებულია ბოჭორიშვილის კონიკაში და ამ ეტაპზე სიმპტომები არ აღენიშნება.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, კახეთის გუბერნატორთან და ყველა შესაბამის უწყების წარმომადგენელთან დღის განმავლობაში შეხვედრა გაიმართება.
კორონავირუსი ტრაილერი მძღოლი კახეთი