ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. როგორც იცით ოჯახი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც 23 წლის პროგრამისტის გარდაცავლებისსაქმეს იძიებდა - უნდობლობას უცხადებდა. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო თავდაპირველად, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.