ევროკომისია: 2020 წელს ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენა მოსალოდნელზე უარესი იქნება
Tbilisi Daily
ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარი, პაოლო ჯენტილონის განცხადებით, 2020 წელს ევროკავშირის ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიაში ჩავარდება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირის ეკონომიკა 8.3%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს კი 5.8%-იანი ზრდა დაფიქსირდება.
„ეკონომიკის აღდგენისკენ მიმავალი გზა ჯერ კიდევ გაურკვევლობით არის მოფენილი, რაც ძირითადად ეპიდემიოლოგიური სიტუაციიას გაურკვევლობას უკავშირდება“, - განაცხადა პაოლო ჯენტილონიმ.
აღსანიშნავია, რომ მაისში გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ევროკავშირის მშპ-ის 7.5%-ით შემცირება იყო პროგნოზირებული.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ 2020 წელს ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენა მოსალოდნელზე უარესი იქნება, რადგან „საკარანტინო ზომების გაუქმება ნაკლებად სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე საგაზაფხულო პროგნოზში იყო გათვალისწინებული“.