ფოთში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

ფოთში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „პისიარ“ კვლევისთვის ლაბორატორიაში ფოთიდან სულ რვა პირის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი. ოთხი პაციენტის ნიმუში ფოთის ჰოსპიტალიდან გაიგზავნა, აქედან სამს „კოვიდ-19“ დაუდგინდა. „პისიარ” კვლევისთვის ოთხი პაციენტის ბიოლოგიური მასალა გააგზავნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმაც, საიდანაც კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა.