მომდევნო 2 დღე აჭარაში უმეტესად უნალექო იქნება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ხვალ და ზეგ აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს სუსტი დასავლეთის ქარი, ტემპერატურა - როგორც მთაში, ასევე სანაპირო კურორტებზე +23,+28 გრადუსი იქნება. ზღვა შედარებით დამშვიდდება და ღელვა 1-1.5 ბალი იქნება, წყლის ტემპერატურა 25 გრადუსი.