აშშ-ის ქალაქ ინდიანაპოლისში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

Tbilisi Daily

აშშ-ის ქალაქ ინდიანაპოლისში სროლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ფოქსნიუსი“ ავრცელებს. ინდიანაპოლისის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სროლა დაახლოებით 2:30 წუთზე მოხდა. გავრცელებული ვერსიით, დაშავდა კიდევ ორი ადამიანი. ინდიანაპოლისის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სროლასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პოლიციაში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში არც ერთ სამართალდამცველს აქციის დროს არ უსვრია.​ ინდიანაპოლისში უკვე მეორე ღამეა, საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. მოსახლეოება 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებს, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად მოხდა.