ბრაზილიის პრეზიდენტი კორონავირუსისგან განიკურნა

Tbilisi Daily

ბრაზილიის პრეზიდენტი ახალი კორონავირუსისგან განიკურნა, - ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბოლსონარომ Twitter-ზე გაავრცელა. „პისიარ ტესტი სარს-კოვ 2-ზე: უარყოფითია, ყველას კარგ დღეს გისურვებთ“, - აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა. 7 ივლისს ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი მან განაცხადა, რომ ჰიდროქსიქლოროქინის მიღება დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.