ბათუმის ერთ-ერთი მსხვილი მაღაზიის თანამშრომელს კოვიდი დაუდასტურდა

Batumi Daily

დღეს, 10 ოქტომბერს, ბათუმის ერთ-ერთი მსხვილი მაღაზიის, „ვაიკიკის“ მაღაზიის კონსულტანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მაღაზიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინფიცირებული თანამშრომელი ერთი კვირაა შვებულებაში იმყოფება და მას სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია. „ეს გოგონა სამსახურში არ დადიოდა და თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, პრევენციის მიზნით და ჩვენ რომ მშვიდად ვყოფილიყავით, მოვითხოვეთ სწრაფი ტესტირება, რომელიც კომპანიამ უზრუნველყო. სულ მაღაზიაში 39 თანამშრომელია. ყველას ჩაუტარდა ტესტირება და ყველას პასუხი უარყოფითია. თუ იქნება ტესტირების განმეორებით ჩატარების რეკომენდაცია, რა თქმა უნდა ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება. მაღაზიაში ყველა პრევენციული ღონისძიება გატარდა“ - აცხადებენ მაღაზიის ადმინისტრაციაში. ამ ეტაპზე მაღაზია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში #აჭარა #ბათუმი #კორონავირუსი #ახალიამბებიაჭარაში