ქორწილისთვის 2000 ლარით დაჯარიმდებით
Tbilisi Daily
ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა მასშტაბური ღონისძიებების გადახდის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2 000 ლარით, იურიდიული პირები კი 10 000 ლარით დაჯარიმდებიან.
რეგულაციის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
„მთავრობის რეგულაციებით იკრძალება ისეთი ღონისძიებები როგორიცაა: ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და მასობრივი თავშეყრის ადგილებში შესაბამისი სოციალური ღონისძიებების გამართვა.
იცით, რომ 10 პირამდე შეკრებაა ნებადართული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამიტომ ასეთი მასშტაბური ხასიათის ღონისძიებები აკრძალულია და თუ ასეთი რამ მოხდება, ეს ჩაითვლება მძიმე დარღვევად და ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 2 000 ლარიანი სანქციით, იურიდიული პირები - 10 000-ლარიანი ჯარიმით.
ასეთი მძიმე დარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
ქორწილი ქელეხი ჯარიმა
tbilisidaily