რატიანი: ინფექციის გავრცელების წყვეტა, რომ მოხდეს საჭიროა მკაცრი შეზღუდვები
Tbilisi Daily
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან რატიანის თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა კლინიკაში პაციენტებს გადმოყვანაზე უარს ეუბნებიან, რადგან სამედიცინო დაწესებულებაში ადგილები არ არის.
„ბოლო რამდენიმე დღეა, თითქმის 10 დღე, რაც ბევრი უარი მაქვს ნათქვამი პაციენტის გადმოყვანაზე, რეფერალთან დაკავშირებით. ეს გულსატკენია როგორც ექიმისთვის“, - ამბობს რატიანი.
ჟურნალისტის კითხვაზე რამეს შეცვლის თუ არა „ლოკდაუნი“ - ექიმი ამბობს, რომ ინფექციის გავრცელების წყვეტისთვის მკაცრი შეზღუდვებია საჭირო.
„საბედნიეროდ, არ მაქვს არანაირი ჩემი აზრი პოლიტიკის შესახებ. იმიტომ რომ ექიმი ვარ პირველ რიგში და არ მაინტერესებს არანაირი პოლიტიკა. ერთი რამ ვიცი ცხოვრებაში, რომ სიცოცხლე უნდა გადარჩეს და რაც შეიძლება ბევრი. იმიტომ რომ ამ ქვეყნის შვილებს როგორც მე, თქვენ არაფერი დაუშავებია, რომ სიცოცხლის გაგრძელების უფლება არ გვქონდეს. ყველაფერს აქვს თავისი რესურსი, მითუმეტეს სამედიცინო სფეროს. რესურსი ყოველთვის ამოწურვადია. ინფექციის გავრცელების წყვეტა, რომ მოხდეს ერთადერთი ამოსავალი წერტილი ჩვენს ქვეყანას ამ წუთში სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ისევ უნდა დაიწყოს მკაცრი შეზღუდვა, რადგან ამას ვერ გაუძლებს სამედიცინო საზოგადოება“, - განაცხადა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.