სახიფათოა თუ არა საჯარო აუზებით სარგებლობა
Tbilisi Daily
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა: მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა პარაზიტებით, სახელად კრიპტოსპორიდებით დაავადების შემთხვევები.
„კრიპტოსპორიდები – მარტივი, ერთუჯრედიანი ორგანიზმებია, რომლებიც კუჭ-ნაწლავის დაავადებებს იწვევენ. ისინი ვრცელდებიან საჯარო აუზებში, აკვაპარკებში, ჰიდრომასაჟურ აბაზანებში, შადრევნებში და საკანალიზაციო მილებში“ – აცხადებს ამარ საფდარი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მთავარი სპეციალისტი.
2004-დან 2008 წლამდე ამ დაავადების შემთხვევები 200%-ით გაიზარდა. 2011-2012 წლებში 1788 ადამიანი დაავადდა, 95 მძიმედ, ხოლო 1 გარდაიცვალა.
ყველაზე მარტივად ამ პარაზიტის ჩვენს ორგანიზმზე მოხვედრა აუზის წყლით ხდება, მაგრამ დაავადების რისკი სასტუმროში სადილზე ხელდაუბანელი ჩასვლის შემთხვევაშიც არსებობს.
ამ პარაზიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა – დიარეა. ეს ინფექცია ასუსტებს იმუნიტეტს და თითქმის შეუმჩნეველია.
მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის გამოააშკარავება შეიძლება დაავადებიდან მინიმუმ 7 დღის შემდეგ.
„პარაზიტების გავრცელების მთავარი ფაქტორი აუზების არასასაკმარისად კარგი წმენდაა“ – აცხადებს ექიმი.
ინფექციისგან სრული თავდაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ აუზებში წყლის პროცედურებზე ყოველთვის უარს იტყვით. შეგიძლიათ იცურაოთ მხოლოდ ზღვაში, ხოლო გაირუჯოთ მხოლოდ სანაპიროზე, რადგანაც აუზიდან შემთხვევით გადმოსხმული წყალიც შესაძლოა რისკის შემცველი აღმოჩნდეს.
მაგრამ, თუ ამას ვერ ახერხებთ, ყურადღებით დააკვირდით ნებისმიერ ცვლილებას ორგანიზმში და მოასწარით ექიმთან სტუმრობა.
#აუზი #ინფექცია #TbilisiDaily