რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
Tbilisi Daily
რუსთავში, მეგობრობის გამზირის
#47
-თან ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც თვითმხილველების ამბობენ, დაჭრის ფაქტს ოთხ ახალგაზრდას შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.
ინფორმაციისთვის, როგორც კლინიკა “რუსთავში” აცხადებენ, ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ჭრილობა ბარძაყის და მხრის არეში აქვს მიყენებული.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily
#საქართველო
#ახალიამბები