საქართველოში Covid19-ით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 2 ათასს გადააჭარბა

Tbilisi Daily

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2002-მდე გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 16870 ტესტიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2635 შემთხვევა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 204 003 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 2244-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 171 526. 24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა დეკემბერში: 1 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3759. გარდაცვლილი 36; 2 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4033. გარდაცვლილი 39; 3 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4260, გარდაცვლილი 45; 4 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5068. გარდაცვლილი 38; 5 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5450. გარდაცვლილი 37; 6 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4321. გარდაცვლილი 42; 7 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2501. გარდაცვლილი 36; 8 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4673. გარდაცვლილი 36; 9 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4734. გარდაცვლილი 38; 10 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4570. გარდაცვლილი 43; 11 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4146. გარდაცვლილი 37; 12 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3907. გარდაცვლილი 50; 13 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2720. გარდაცვლილი 46; 14 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1337. გარდაცვლილი 49; 15 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3837. გარდაცვლილი 44; 16 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3487. გარდაცვლილი 39; 17 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2981. გარდაცვლილი 31; 18 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2635. გარდაცვლილი 49.