აქტივისტები, რომლებიც პარლამენტთან კარავს შლიდნენ, პოლიციამ დააკავა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ის აქტივისტები დააკავეს, ვინც კარვების გაშლას ცდილობდნენ. პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული აქციების შედეგებს აპროტესტებდნენ. ეს ის ადამიანები არიან, ვინც აქციებს არჩევნების ჩატარების შემდეგ უწყვეტად მართავენ.
"ესენი არიან ბანდიტები, ყაჩაღები. ეშინიათ კარვების გაშლის, პროტესტის ეშინიათ", - ამბობდა აქტივისტი ალიკა კუპრავა.
დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება პასუხს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31111404.html
#ახალი_ამბები
#twitter