აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ რუხის საავადმყოფოს მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა
Tbilisi Daily
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 35 ათასი დოლარის ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა.
სამედიცინო აპარატი უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით, მგრძნობელობის პროგრამებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი და თავდაცვის ატაშე დაესწრნენ.