თუ ხელისუფლება გარე დახმარებას ტროლებზე და ბოტებზე დახარჯავს, ისინი ამ ფულს ვერ მიიღებენ-ხარშილაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142962 „სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ საქართველოსთვის გარე დახმარების გაცემაზე საუბრობს. მისი განცხადებით, საქართველოს დემოკრატიულობის კუთხითაც და პარტნიორის სახელმწიფოს თვალსაზრისითაც პრობლემები აქვს, რამაც დახმარების გაცემის კუთხით პრობლემები შეიძლება შექმნას. მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლება გარე დახმარებას ტროლებზე და ბოტებზე დახარჯავს, ისინი ამ ფულს ვერ მიიღებენ. „საქართველო ახლა იმყოფება ძალიან რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში, ჩვენ გვჭირდება გარე დახმარება. გარე დახმარებას დემოკრატიული ქვეყნები აძლევენ ქვეყნებს, რომლებსაც თვლიან დემოკრატიულ სახელმწიფოებად და თავისი თანამეგობრობის ნაწილად. ჩვენი დახმარების მიღება არის ორ რამეზე დამოკიდებული, რამდენად საქართველო ჩანს დემოკრატიული და რამდენად ჩანს პარტნიორი - ორივეში გვაქვს პრობლემები. ამ ხელისუფლებას ძალიან დიდი პრობლემები აქვთ და არ აღიქვამენ მაინცდამაინც პარტნიორად, გიორგი გახარიასთან დიალოგიც კი არ უნდათ. დემოკრატიის ინდექსში კიდევ ფეისბუკმაც დაადასტურა, რომ საქართველოში საქმეები კარგად არ მიდის. ამ პირობებში ძალიან გაურთულდება საქართველოს ხელისუფლებას რაიმე მნიშვნელოვანი დახმარების მიღება. ისეთი ფულის, როგორიც შეგვეძლო მიგვეღო როგორც პარტნიორ ქვეყანას. გვინდა ეს თუ არ გვინდა ამ მომენტში ჩვენ ქართული ოცნების ხელისუფლება წარმოგვადგენს და დახმარებაც სწორედ მათ უნდა მისცენ. თუ დასავლეთი დარწმუნებული არ არის, რომ ეს ხელისუფლება საარჩევნოდ არ გამოიყენებს ამ ფულს და ტროლებზე და ბოტებზე, ასევე საკუთარი პოლიტიკური ნიადაგის გასამყარებლად არ დახარჯავს, ამ ფულს ჩვენ არ მოგვცემენ. რაც უფრო იწევს დემოკრატია საქართველოში, რაც უფრო მეტი ბრალდება ისმის ხელისუფლების მიმართ, რომ ის არასწორ მექანიზმებს იყენებს, მით უფრო ნაკლებია იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ მოგვცემენ რაიმე თანხას“, - განაცხდა ნოდარ ხარშილაძემ.