ბათუმში სპეცოპერაცია ჩატარდა
Batumi Daily
26 აპრილს ბათუმში ქართველმა და ამერიკელმა სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც დიდი რაოდენობით ჰეროინი ამოიღეს.
სამართალდამცავებმა სულ 40 კგ ჰეროინი აღმოაჩინეს, რომელიც ევროპის ქვეყნებში რეალიზებისთვის იყო გამზადებული. ამ სპეცოპერაციისთვის საქართველოში ორი თვე ემზადებოდნენ.
ნარკოსაშუალებები საქართველოში ბულგარეთის ორმა მოქალაქემ შემოიტანა სომხეთიდან. ბათუმში ისინი ჰეროინის დროებით დამალვას აპირებდნენ საცხოვრებელ ბინაში, აქედან კი ევროპის ქვეყნებში უნდა გაეტანათ გასაყიდად.
აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 20 წლის ვადით ან უვადოდ თავისუფლების შეზღუდვას.
#სპეცოპერაცია
#ბათუმი
#ჰეროინი
#ნარკოსაშუალება
#batumidaily