ბელარუსის ხელისუფლება აცხადებს, რომ 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბელარუსის ხელისუფლების განცხადებით, მან დააკავა 633 დემონსტრანტი, როცა ათეულ ათასობით ადამიანი მონაწილეობდა მსვლელობაში 6 სექტემბერს მინსკსა და სხვა ქალაქებში. ბელარუსში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას გადადგომას მოითხოვენ.
პოლიციამ უარყო, რომ მან დააკავა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მარია კალესნიკავა. ut.by-ი თვითმხილველის ნაამბობზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ კალესნიკავა ჩასვეს მიკროავტობუსში წარწერით "Связь" (კავშირი) და წაიყვანეს დაუდგენელი მიმართულები. ცნობით, მისი ტელეფონი არ პასუხობს.
ახალი ამბების სააგენტო მედუზა იტყობინება, რომ ახლობლებმა კაშირი დაკარგეს საკოორდინაციო საბჭოს პრეს-მდივანთან, ანტონ რანდიონკაუსთან და არჩევნებზე ოპოზიციის ერთ-ერთი კანდიდატის, რომელიც კენჭისყრაზე არ დაუშვეს, შტაბის წევრთან, ჰლებ ჰერმანთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 600-ზე მეტი პირი დააკავა, რაც ბევრად მეტ იმ რიცხვზე, რომელიც უფლებადამცველებმა და ხვა მეთვალყურეებმა გამოაცხადეს.
საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები 30-ე დღეს ოპოზიცია მოითხოვს ლუკაშენკას გადადგომის და ახალი არჩევნების ჩატარების გარდა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და დემონსტრაციების დროს პოლიციის ძალადობის საქმეთა დამოუკიდებელ გამოძიებას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30825030.html
#ახალი_ამბები
#twitter