დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ზუგდიდში ბინა გადაეცემათ - ცნობილია

Zugdidi Daily

ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა, სამეგრელოს რეგიონში, მძიმე კატეგორიის ნგრევად შენობებში მცხოვრებ 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა. დევნილთა საკითხების შემსწავლელი  კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში 68 ობიექტი იხურება, რომლებიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ნგრევადია. დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც  საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე ქვეყნდება. https://idp.gov.ge/statement-29/ ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით 55 დევნილი  ოჯახი ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებს, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში, უპირობოდ,  გადაეცემათ.  ადმინისტრაციული დაპირება სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან  ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ზუგდიდში (თბილისის ქ.N1) 9, 10 და 11 დეკემბერს გაიმართება. ზუგდიდში, დამატებით, 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართებს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ. ბინების განაწილების შემდგომ, სამეგრელოს რეგიონში  მესამე და მეოთხე კატეგორიის ყველა ნგრევადი შენობა, სადაც დევნილები წლების განმავლობაში მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ დაიხურება. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #ბინები #დევნილები #zugdididaily წყარო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია