ცხინვალში ეპიდსიტუაცია დამძიმდა

Gori Daily

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დამძიმებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მათი აზრით, თბილისმა ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებისთვის თავისუფლად გადაადგილება შეეძლოს. ბოლო ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში კოვიდინფიცირებულთა მკვეთრი მატების გამო, კლინიკები გადავსებულია და არის სამედიცინო პერსონალის მკვეთრი დეფიციტი. განსაკუთრებულ პრობლემად სახელდება პაციენტების ახალგორიდან გადმოყვანა. "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ არსებული სიტუაცია გამოიყენოს გადაადგილების თავისუფლების კუთხით, მდგომარეობის გაუმჯობესების ადვოკატირების მიზნით, ეს საკითხი დე ფაქტო მთავრობებთან დააყენოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარი შერჩევისა და კორუფციული გზების გამოყენებით ხდებოდეს პაციენტების საქართველოში გადმოყვანა", -ამბობს იურისტი თამთა მიქელაძე "აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს კონტაქტების დამყარება დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი შეიცვალოს და მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა გადმოვიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქ მიიღონ დროული და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება", - აცხადებს უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორომავირუსი #ცხინვალი #goridaily Sახალიამბები წყარო: რადიო მოზაიკა