როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Tbilisi Daily

სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 ოქტომბერს საქართველოს ზოგ ქალაქში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ქუთაისში დღისით ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი 16. ასევე მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +16 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდებია +23 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიან დღეს ვარაუდობენ ფოთში, სადაც +24 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ზუგდიდში -ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, +18 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +11. +26 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში +16 გრადუსი სითბო და მზიანი დღე არის ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +6 გრადუსამდე დაიწევს. ასევე მზიან დღეს და +26 გრადუს სითბოს ვარაუდობენ ამბროლაურში, სადაც ღამის განმავლობაში ტემპერატურა +10 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში +28 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +12 გრადუსი არის ნავარაუდევი. მზიანი დღეს და +23 გრადუსი არის ნავარაუდევი ახალციხეში. აქ ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომში +25 გრადუსი და მზიანი ამინდი არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბაკურიანში. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. გორში +25 გრადუსი და მზიანი ამინდი არის ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +25 გრადუსი სითბო და მზიანი დღე არის მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. გუდაურში +17 გრადუსი და მზიანი დღე არის ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი არის მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ჰაერი ტემპერატურა +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი არის ნავარაუდევი. მზიანი დღე არის მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავში, სადაც +24 გრადუსი დაფიქსირდება დღის განმავლობაში, ღამით კი +12 გრადუსი არის მოსალოდნელი. ომალოში +25 გრადუსი სითბო არის ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში - +24, ღამით +11. სიღნაღში +26 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +11 გრადუსი არის ნავარაუდევი. რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისს კი დღეს უნალექო და მზიანი დღე ელის. ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.