რუსეთი მზადაა სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასა და საქართველოსთან-კონსტანტინე კოსაჩოვი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143004
რუსეთი მზადაა სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასა და საქართველოსთან, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა Russia Today-ის მიერ ორგანიზებულ ვიდეოხიდის დროს განაცხადა. თქმით, რუს პარლამენტარებს არ ეშინიათ მწვავე თემების განხილვის.
„მინდა ჩემი კოლეგების, რუსი პარლამენტარების სახელით, დავადასტურო ჩვენი მაქსიმალური მზადყოფნა, რომ სრულად აღვადგინოთ ჩვენი საპარლამენტო დიალოგი როგორც ჩვენს თანამოაზრეებთან, ისე ჩვენს ოპონენტებთან”, - აღნიშნა კოსაჩოვმა სიტყვით გამოსვლისას ჩართვის დროს, რომელშიც პარტია "ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძეც მონაწილეობდა.