ვინ არის ექიმი, რომელიც ქუთაისში კოვიდით გარდაიცვალა

Kutaisi Daily

რუსუდან ჯიქია ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, მას ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რუსუდან ჯიქიას კოვიდ 19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა გართულდა. ექიმი ქუთაისის #2 ახალ სამშობიარო სახლში გინეკოლოგად მუშაობდა. რუსუდან ჯიქიას სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან. “ჩვენი დიდი მეგობრობის და სიყვარულის აღსანიშნავად მთელი ცხოვრება ჩვენს გვერდით იქნები..ასეთი დაუნდობელია ცხოვრება კეთილი და საუკეთესო ადამიანებისთვის და არც შენ იყავი გამონაკლისი.. ამ წლის საშინელი დასასრული რომელიც გაგრძელდება დიდხანს ჩვენს გულებში.. მიყვარხარ ჩემო ბუთქუნა კარგო ქალო, არაჩვეულებრივო დედა! შენი ვარსლვლავი სულ ინათებს ცაზე…” – წერს ფეისბუკზე თამრიკიო ჩინჩალაძე ძალიან ძნელია სანუგეშო სიტყვის თქმა,თანაგრძნობის გამოხატვა,მაგრამ მაინც უნდა გითხრათ.ოჯახის ბურჯი წაიქცა,როიმელმაც მთელი სიცოცხლე თქვენთვის იარსება.გაუძელით,ანუგეშეთ ქალბატონი ნაილი,გაუფრთხილდით ერთმანეთს,გაძლიერდით და ილოცეთ რუსოსთვის.ის მუდამ თქვენთან იქნება და იქედანაც არ მოგაკლებთ მფარველობას. ღმერთმა გაანათლოს რუსოს სული. – წერს მანანა ბრეგაძე ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #ექიმი #corona #kutaisidaily megatv.