"კანონიერი ქურდის" სკანდალური აუდიოჩანაწერი
Tbilisi Daily
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებ
ს ფარულ ჩანაწერს, სადაც ცნობილი „კანონიერი ქურდის“, თემურ გვალასალიას საუბარია ასახული.
გამოძიების ინფორმაციით, გვასალიას დავალებით სენაკელ ბიზნესმენს კრიმინალური „ავტორიტეტი“ 60 000 დოლარს სძალავდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ე.წ. ჩეჩნური დაჯგუფების სახელით შვილი მკვლელობით ემუქრებოდა.
"ავტორიტეტი“ ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა.
48 წლის „კანონიერ ქურდს“ კრიმინალურ სამყაროში „თემო სოხუმკის“ სახელით იცნობენ.
2015 წლის 15 მაისს გვასალია სოფელ რუხში კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ თემურ გვასალიამ დაკავებისას და პირადი ჩხრეკისას „კანონიერი ქურდობა“ არ უარყო, ის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, შოთა ბიჭიამ მტკიცებულებების არარსებობის გამო უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.