კვების ობიექტების სტანდარტების დანერგვის პროცესი აჭარაში

Batumi Daily

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, აჭარაში კვების ობიექტებში სტანდარტების დანერგვის პროცესი გრძელდება. დღეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საზოგადოებრივი კვებისა და სარეალიზაციო ობიექტებში სურსათის უვნებლობის საკითხები, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ვასილ ბასილაძე, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, თინათინ ზოიძე და დარგში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება რეგიონში საკურორტო სეზონის წარმატებულად ჩასატარებლად რეკომენდაციების დანერგვის პროცესზე, ტურისტების და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით განხორციელებულ და გასატარებელ ღონისძიებებზე გაამახვილეს ყურადღება. batumidaily ბათუმი ტურიზმი აჭარა