ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 3 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
Tbilisi Daily
ანაკლია - განმუხურის საკარანტინო სივრცეში გამოკვლეული 46 ადამიანიდან სამს covid 19 დაუდასტურდა.
ზუგდიდის საზოგადოებრი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციიტ, ინფიცირებულები საკარანტინო ზონაში პირველ მაისს შემოიყვანეს. ორი 60-70 წლის ასაკობრივი ჯგუფია და ისინი ოჯახის წევრები არიან, მესამე კი 25 წლის ქალბატონია.სამივე მათგანი თეთრიწყაროს კლასტერია.
,, covid 19 -ით ინფიცირებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ უკვე გადაყვანილ იქნა რუხის მულტიპროფილური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემდგომი გართულებების გარეშე,"- აღნიშნა ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, კლინიკაში covid 19- ის დადასტურებული შემთდვევით 4 ადამიანი მკურნალობს.