აჭარაში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბოლო 24 საათში აჭარაშიკორონავირუსის164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში420 პირი მკურნალობს, მძიმე პაციენტია74, ხოლოხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება7 ადამიანი.
513 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 271 - თბილისში, 224 - აჭარაში. 7 723 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 308 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 276, ხოლო აჭარაში - 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 389 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 923 პირი, აჭარაში - 2 374.