ხარკოვის მერი: რუსეთის რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის ორი რაკეტა დაეცა ქალაქ ხარკოვის ცენტრში, ერთ-ერთი მოხვდა საცხოვრებელ სახლს - იუწყებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები 5 თებერვალს.
"რაკეტა მოხვდა ქალაქის ცენტრში მდგომ საცხოვრებელ სახლს, დაიწყო ხანძარი. ჯერჯერობით ცნობილია სამი მსხვერპლის შესახებ - 54 წლის ქალის და 51 და 55 წლის ასაკის ორი მამაკაცის" - ამბობს ხარკოვის გუბერნატორი, ოლეჰ სინეჰუბოვი. მისი თქმით, ქალი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.
სააგენტო როიტერსი ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმებას ვერ ახერხებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32256305.html
Source: radiotavisupleba.ge