საქართველოში ბოლო ჩაკეტილი ზონა გაიხსნა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში ბოლო ჩაკეტილი ზონა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი, 1 ივლისს გაიხსნა, 67-დღიანი მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შემდეგ. სოფელში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 81 შემთხვევა იყო გამოვლენილი. ბოლო 50 ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ მის რეგიონში აღარ დარჩა ჩაკეტილი ზონები და „ეს სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ“. „ქვემო ქართლში COVID-19-ის გავრცელების მასშტაბები იყო ყველაზე დიდი. დაავადდა 290 ადამიანი, საიდანაც 282 გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა“, თქვა სახელმწიფო რწმუნებულმა. ქვემო ქართლიდან დღეისათვის COVID-19-ით დაავადებული ოთხი ადამიანი აგრძელებს სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას. https://www.radiotavisupleba.ge/a/30700158.html #ახალი_ამბები #twitter