განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით - საელჩო

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქისშეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და ილია მეორემ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით. „აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით',- წერია ინფორმაციაში.