უსამშობლოდ - ნაწილი II
Sokhumi Daily
სკოლა ძალიან მიყვარდა, გარემოც ძალიან მომწონდა,კლასელებთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა.მიუხედავად ყველაფრისა,მაინც დიდი სურვილი მქონდა მალე გასულიყო წლები,დამემთავრებინა სკოლა და აქედან წავსულვიყავი, ეს უფრო გაქცევის სურვილს ჰგავდა,მინდოდა მიზნებისთვის და წარმატებისთვის ენგურს მიღმა სამყაროში მიმეღწია, „ენგურს მიღმა“ ყველგან ამ სიტყვას იმიტომ ვიყენებ რომ არ მინდა საქართველო ვახსენო,რადგან აფხაზეთიც საქართველოა და ამის ცალკე აღნიშვნა საჭიროდ არ ჩავთვალე,მაშინაც და დღემდე ყველა იქ მცხოვრები ასე ფიქრობს,თუმცა ზედმეტის თქმა ვშიშობ ამ საკითხთან დაკავშირებით საჭრო არ არის.
მეხუთე კლასამდე თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, სკოლიდან სახლამდე გზას ადვილად დავეწაფე.მშბლები მარტოს სხვაგან არ მიშვებდნენ, ასე რომ დამოუკიდებლად ჯერ კიდევ არ შემეძო სიარული და შესაბამისად გზებიც არ ვიცოდი.მაღალ კლასებში უფრო თავისუფალი და მეგობრული გავხდი, როგორც კი ვიზრდებოდი ისე მეცვლებოდა შეხედულებები სამყაროზე,მეგობრებზე და გარშემო მყოფებზე. ვფიქრობდი ბევრს და ვფიქრობდი ყველაფერზე, ბევრი კითხვა მიჩნდებოდა,რაზეც პასუხს ვერ ვპოულობდი, მეშინოდა რამე არასწორად მეთქვა და ჩემს მოსაზრებებს ვერავის ვუზიარებდი,მეშინოდა არასწორად გაეგოთ,ან საერთოდ ვერ გაეგოთ და დამცინებდნენ,ამიტომ გადავწყვიტე დაღიურების წერა,ჩანახატების და ყოველდღიურობის აღწერა.ვფიქრობდი,რომ ეს ჩემი პირადი პატარა სივრცე დამეხმარებოდა ყველაფრის გარკვევაში,თუ რა ხდება ამქვეყნად ისეთი ,რასაც შეიძლება გავუგო და რამაც შეიძლება წარმატება ან წარუმატებლობა მომიტანოს. მიმდოდა ჩემს გრძნობებზსე ფართოდ მესაუბრა და შემძლებოდა უშიშრად მეწერა იმ ხალხზე,რომელთა მიმართ დამოკიდებულება ჩემთვის გაურკვეველი იყო.
მეექვსე კლასში პირველად წავედით ექსკურსიაზე სოხუმში,მაგის შემდეგ კიდევ ხუთჯერ,თუ ქევსჯერ არ მახსოვს,რადგან სხვაგან წასვლის უფლება არ გვქონდა,ენგურის გაღმა ექსკურსიაზე წასვლა დიდ რისკს წარმოადგენდა,ან სკოლიდ გარიცხვა გვემუქრებოდა,ან უკიდურეს შემთხვევაში დირექტორის გათავისუფლება,რაც იმას გულისხმობდა,რომ მის მაგივად რომელიმე აფხაზს დაუთმობდნენ თანამდებობას,რის შედეგადაც ბოლომდე გარუსება დაგვემუქრებოდა.
ჩემი პირველი შთაბეჭდილებები სოხუმის ნახვისას,იცით როგორ იყო,ძალიამ განვიცადე.ასეთი სილამაზე პირველად დავინახე. რიწა, ახალი ათონი, სმვონ კანანელის კელია, გზად ულამაზესი ბუნება, ზღვის სანაპირო, ქალაქის ძველი და მყუდრო ქუჩები, ამ ყველაფერს რომ ვხედავდი, უბრალოდ ვფიქრობდი, რატომ? რისთვის?როგორ? ეს ხომ ჩვენია,ეს ხომ ჩვენ გვეკუთვნის? არ აქვთ უფლება ასე უბრალოდ წაგვართვან. ოჰ, რა თქმა უნდა,პატარა გოგონას შეაწუხა სინდისმა,თითქოს ჩემი ბრალი ყოფილიყო ეს ომი და ამ სილამაზის დაკარგვა. გეფიცებით, ვიდექი ზღვის სანაპიროსთან და მინდოდა მეტირა,მინდოდა უსიხხლოდ, მშვიდობიანი გზით ამ წუთას და წამს დაბრუნებოდა აფხაზეთი კუთვნილ ქვეყანას. წარმოვიდგინე, თითქოს ირგვლივ ყველა ქართულად ლაპარაკობდა, მღეროდა,ბრაზობდა, წუწუნებდა,მაგრამ სინამდვილეში ეს შეუძლებელი იყო. ვბრაზობდი,რომ ყველა რუსულად საუბრობდა, თან მეც არ მესმოდა და არ ვიცოდი რა მეთქვა,მინდოდა რამე მეყიდა,მეკითხა ,რამე გამეგო მათთვის,ისინი კი რუსულად მეპასუხებდონენ. გზად ერთი ლამაზი ადგილი ვიპოვეთ, შევედით ფოტოებსი გადასაღებად,აქვე ხანდაზმული მოხუცი და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა იდგა,როცა გაიგეს ქართულად ვსაუბრობდით მიხვდნენ რომ დაბალი ზონიდან,მათი ვარადუით გალიდან ვიქნდებპდით და დაიბოღმნენ, მოხუცმა რაღაც გვკითხა რუსულად ,ჩვენ ვერაფერი გვაიგეთ და ქართულად ვუპასუხეთ რომ არაფერი გვესმოდა,როცა გამოვედით რაღაც გაბრაზებულმა მოგვაძახა და გაირინდა. მივხვდი,ვიცოდი რომ ქართული მშვენივრად იცოდა,უბრალოდ ამის აღიარება არ უნდოდა, დღეს სოხუმში და მის რაიონში მცხოვრებმა მოხუცებმა,ომის დროინდელ ხალხზე ვსაუბრობ, მშვენივრად იციან და ახსოვთ ქართული,უბრალოდ ამას უარყოფენ.
მეორედ როცა ვიყავით ექსკურსიით ეს ნათლისღების დღეს იყო. სიმონ კანანელის კელიას ვესტუმრეთ და მანდ ქართულად ვიგალობეთ.მახსოვს მაშინ ახალი ათონის მონასტერში მარტომ ვიგალობე „მამაო ჩვენო“ დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ მამაომ ნება დაგვრთო მეგალობა ქართულად,დიდი ემოციების ქვეშ ვიგალობე,მახოსვს მასწავლებლის ღაწვებზე ცრემლები,რომლებმაც ჩემზეც იმოქმედა, კარგად მახსოვს ის დღე და მამაოს მრისხანე თვალები.უფალს შევთხოვე ბოლო მოეღო ამ ყველაფრისთვის და პირობა დავდე მეორედ ჩამოსვლის შემთხვევაში ქართულად კიდევ ვიმღერებდი,ოღონდ სოხუმი კიდევ ერთხელ მენახა,ეს სავსებით საკმარისი იყო.
მომდევნო ჯერზე მეცხრე კლასში ვიყავით როცა ჩამოვედით. იმ დღეს მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გადავწყვიტეთ „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ ზღვის სანაპიროზე გვემღერა და ვიდეო გადაგვეღო,არ ვიცით ეს რა ძალამ გაგვაბედინა, თუმცა იმდენად მტკიცედ გადავწყვიტეთ,რომ შიში მცირედითაც კი არ გვიგრძვნია. ჰო და იქვე სპონტანურად,მოუმზადებლად ვიმღერეთ და ჩავიწერეთ. ამის შემდეგ,არ მახსოვს რომელი ქართული სიმღერა იყო, ზღვის სანაპიროზე რომ ვსეირნობდით ისე ვიმღერეთ,უცებ იქვე რამდენიმე ახალგაზრდა იდგა,რომლებმაც შემოგვძახეს რაღაც და გავჩერდით,ხო ვაღიარებ,შეგვეშინდა,მაშინაც ვიდეოს ვიღებდით და ტელეფონი ეგრევე გამოვრთე,თუმცა ალბათ გაგიკვირდებათ და იცით რა გვითხრეს? „девочки еще не паете?“ ღმერთო, როგორ გაგვიხარდა,თუმცა აღარ გავაგრძელეთ, მასწავლებელს,რომელიც მოგვყვებოდა შეეშინდა და აგვიკრძალა ხმა ამოგვეღო ,გავბრაზდით,თუმცა სხვა გზა აღარ გვქონდა. იმავე დღეს , როცა სახლში მივედით ვიდეო რომელიც ვიმღერეთ სანაპიროზე, ავტვირთე სოციალურ ქსელში, ასევე ვებგვერდს გადავუგზავენე, რომელსაც ათასობით გამომწერი ჰყავდა და დიდი გამოხმაურებები ჰქონდა მათ ვიდეოებს, მათ ატვირთეს შემდეგი წარწერით, „სოხუმის სანაპიროზე შესრულებული გამარჯობა აფხაზეთო შენი“ ამ ვიდოეს დიდი გამოხმაურებები მოჰყვვა, მე რომ დავდევი პრობლემები შემექმნა, სკოლაში მშობლები დაიბარეს,მეც მისაყვედურეს,რომ ამით არა მარტო სკოლას არამედ ოჯახსაც მოვუტანდი ზიანს. მეც შემაშინეს და წამაშლევინეს ვიდეო,მაგრამ იმ გვერდზე დარჩა. ამ ვიდეოს ატვირთვის მიზანი ის არ ყოფილა,რომ თავი გაგვეპიარებინა ან რამე მსგავსი. ჩემი ინტერესები სხვა რამეს მოიცავდა, მინოდა ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ ჰეი,საზოგადოებავ გაიღვიძეთ,ხედავთ ჩვენ ჯერ კიდევ ვარსებობთ,სოხუმში ქართული ჯერ კიდევ მძვინვარებს, რომ გადმოდგით ნაბიჯი, ჩვემ ჯერ კიდევ შეგვიძლიაა, გვიანი არასდროს არის,არ დაგვივიწყოთ,გახსოვდეთ. მე მათმა კომენტარებმა ვიდეოზე გული ამითბეს,ამატირეს,დამაიმედეს,თუმცა ეს მხოლოდ სიტყვები იყო, უმოქმედო და უშინაარსო სიტყვები,რომლებიც მხოლოდ გულს ათბობენ და იმის იქით ვერ მიდიან.
ბოლოს სოხუმში ერთი წლის წინ ვიყავი,კლასთთან ერთად, არ მივედმოვედები ბევრს, ჩვენ სამმა ისევ გადავიღეთ ვიდეო, ამჯერად „აფხაზი ვარ“ ვიმღერეთ,ისევ ავტვირთე,ისევ წამაშლევინეს და ისევ მისაყვედურეს.მაგის შემდეგ არ ვყოფილვარ. ძალიან მენატრება იქაურობა, როცა მანდ ვარ თავი სულ სხვანაირი წარმომიდგენია,ნოსტალგია,სიყვარული,სევდა, სიხარული,ბედნიერება,სიმყუდროვე,სიცარიელე,ყველა გრძნობა ერთმანეთში მერევა და სასოწარკვეთილი ვრჩები,რაღაც სურვილები მამოძრავებს და სიტყვა „უბრალოდ მინდა“ სულ გონებაში მიტივტივდება.
დრო გადის,დრო მიდის,ის არავის და არაფერს ინდობს.წარმოუდგენელი რამ შეიძლება მოხდეს, ან შეუძებელი.ქვეყნად ყველაფერს უნდა ველოდოთ.ის რაც არასწორი და მიუღებელი გვეგონა,დროთა სვლასთან ერთად სწორი და შესაძლებელი ხდება. ხო და რაც დრო გადის ყველაფერი ცვლილებებს განიცდის. ამ დროის განმავლობაში ჩემ ირგვლივ ყველაფერი იცვლებოდა,ასევე ჩემს ცხოვრებაშიც და მე ამ ცვლილებების ატანა მიჭირდა,მიჭირდა იმის მიტოვება და შეცვლა რასაც ჩვეულ რიტმში ვეგუებოდი და არ დამცალდა გარკვეული დრო ამით მესმიამოვნა. დიახ,რა თქმა უნდა, უკეთესობისაკენ ცვლა მისაღებიც და სასიამოვნოცაა. ჩემი პატარა სოფელი ოტობაია, ამ ჩემი მოჩმახული პატარა ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია,ადგილი სადაც ჩემი ბავშვობა გავატარე,დგილი რომელიც მიყვარს და ჩემთვის დაუვიწყარია,ბედნიერი თუ უსიამოვნო მოგონებები მას უკავშირდება,ეს ის სოფელია,რომელიც ამ წამს უსაშნლესად მენატრება, სადაც ჩემი ლამაზი ოჯახი და ახლობლები დღემდე დიდი სიყვარულით მელოდებიან.
აფხაზეთს მიწას დავუკოცნი,სიხარულის, მონატრების და სიყვარულის ცრემლებით,ოღონდ გვეღირსოს ჩასვლა უშიშრად და უდარდელად,ოღონდ შევძლო ვიგალობო და ვიმღერო , ვისწავლო და ვიკითხო ქართულად ისე რომ არ ვიდარდო ვინმემ დამიჭროს და რამე დამიშაოს,არ მინდა ჩემს სამშობლოში უსამოშლობლოდ ვიარო,მინდა ჩემს მიწაზე ფეხი დავდგა და ხელი ჩავჭოდო ჩემთვის საყვარელ ადამიანებს ისე რომ, ვთვქა რყველაფერი დასრულდა და ჩვენ ეს გამოგვივიდა....მართლა აღარ მინდა ვიტირო იმის გამო რომ რაღაც არ გამომდის ან ვერ შევძელი,მხოლოდ იმიტომ რომ საზღვარი ვერ გადავკვეთე,რადგან ოკუპაციამ ჩემზე გაიმარჯვა.
ავტორი: მარიამ ბერანძე
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#აფხაზეთი
#სოხუმი
#ომი
#პოლიტიკა
#ოკუპაცია
#ჩანაწერები
#sokhumidaily