უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარება მიიღო

Middleeast Report

უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან 60 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება, მათ შორის, ჯაველინის Raytheon/Lockheed Martin ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების სისტემა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. 12 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს. თავდაპირველად უკრაინამ 210 რაკეტა და 37 სატყორცნი დანადგარი 2018 წელს 47 მილიონ დოლარად შეიძინა. გარდა იარაღის მიყიდვისა 2014-2019 წლებში აშშ-მა უკრაინას 1.5 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. აშშ უკრაინის ერთერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. 2020 წლის 28 და 29 იანვარს აშშ-მა, ევროკავშირმა და კანადამ უკრაინის ანექსიის გამო რუსეთის სანქციები გააფართოვეს. #news #politics #events #oponion #usa #ukraine #military #support #ახალიამბები #უკრაინა #აშშ #სამხედრო #მხარდაჭერა